суббота, 21 декабря 2013 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დასრულდა უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგი. თავი მოვუყარეთ ყველაფერს, რაც ვისწავლეთ და შევქმენით ამ ტრენინგის განმავლობაში. ჩვენი პორტფოლიოები ავტვირთეთ ჩვენსავე ბლოგებზე და გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს. შევაფასეთ ისინი და ჩვენც მივიღეთ კოლეგების რჩევები.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ შორენა ბადურაშვილს საინტერესო ტრენინგისა და გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის!

пятница, 20 декабря 2013 г.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მიმდინარეობის მერვე დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, დავასრულეთ ჩვენი პორტფოლიოები, ვისწავლეთ პორტფოლიოში ობიექტის ჩასმა, ბლოგზე გაჯეტების დამატება.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

среда, 18 декабря 2013 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე -  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, შევქმენით მოსწავლის ბუკლეტის დამხმარე. ასევე ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროების დაკმაყოფილებაზე.

воскресенье, 15 декабря 2013 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

     ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ მეოთხე და მეხუთე მოდულებზე. შევქმენით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა. მოვაწესრიგეთ ჩვენს პორტფოლიოში სხვადასხვა ფაილები. მომდევნო დღისათვის მივიღეთ ახალი დავალება.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მრავალფეროვანი და დატვირთული აღმოჩნდა პროექტის მეხუთე დღე. განვიხილეთ საკმაოდ ბევრი საკითხი:
გავეცანით უკუკავშირის ფორმებს ელექტრონული ფოსტისა და Google Drive-ს, ასევე ვორდის დოკუმენტის გამოყენებით, გავუგზავნეთ ერთმანეთს კომენტარები ბლოგებზე . განვიხილეთ კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (სოციალური ქსელები. სკაიპი და სხვ.).
ინტელის სასწავლო კურსის მასალებიდან გავეცანით საავტორო უფლებებს, სხვისი ნაშრომების გამოყენების პირობებს.
 ვისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის, საჭირო რესურსების მოძიება (მაგ. Youtube-დან ვიდეოების), ამ რესურსების გაზიარება ინტერნეტში და სხვ.
განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშები, მათი ჩეკლისტები. სახლში შევეცდებით თავი წარმოვიდგინოთ მოსწავლეებად და მოვამზადოთ ბუკლეტი ან პრეზენტაცია.

суббота, 7 декабря 2013 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღე ძალზე ნაყოფიერი იყო:
 დავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე, დავამატეთ ახალი სლაიდები.

среда, 4 декабря 2013 г.

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ მასწავლებლის ბუკლეტის შექმნაზე.
ამასთან ერთად, დავალებად მოცემული გვქონდა მიმართულების მიმცემი კითხვები. ჩემი კითხვებია:
 ზოგადი შეკითხვა: 1. რატომ აქვს მნიშვნელობა სასმელი წყლის სისუფთავეს? 

თემატური შეკითხვები:1.   რა განაპირობებს სასმელი წყლის ჯანმრთელობისთვის                უსაფრთხოობას? 
 2. არის თუ არა ჩვენი ქალაქის სასმელი წყალი სუფთა (ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო)?
 შინაარსობრივი შეკითხვები:1. როგორია სუფთა წყლის შედგენილობა?
 2. როგორია სასმელი წყლის ოპტიმალური pH, მასში კატიონებისა და ანიონების დასაშვები შემცველობა?
  ასევე გავეცანით და ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.